ტაივანელი მილიარდერი - ზღვის ქალღმერთმა მითხრა, პრეზიდენტად ვიყარო კენჭი
ტაივანელმა მილიარდერმა ტერი გოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტად კენჭისყრის გადაწყვეტილება ზღვის ქალღმერთის შთაგონებით მიიღო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„სამი დღის წინ ზღვის ქალღმერთი მაზუ მოვიდა ჩემთან სიზმარში. მითხრა, რომ არ სურს, ტაივანის საზოგადოებას პრობლემები ჰქონდეს. მან მითხრა, ადექი და გააკეთე რამე“, – განაცხადა ტაივანელმა მილიარდერმა.
მისივე თქმით, ბავშვობაში ზღვის ქალღმერთმა იშვილა და მას შემდეგ ქალღმერთის დავალებებს ასრულებდა.
ქალღმერთი მაზუს კულტი ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ ჩინეთში.
ტერი გოუ ტაივანური ელექტრონული კომპანია „ფოქსკონის“ მფლობელია. ის ტაივანის უმდიდრესი ადამიანია. როგორც თავად ამბობს, ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილ პრაიმერისში მიიღებს მონაწილეობას. ის ამომრჩევლებს ჩინეთთან ურთიერთობების დათბობას ჰპირდება.
ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს უნდა გაიმართოს.