ცნობილი პრომოუტერი ბობ არუმი ვერ ხედავს წინააღმდეგობას, სუპერმძიმე წონაში მოეწყოს მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის გამოსავლენი ორთაბრძოლა.
არუმი WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის, ტაისონ ფიურის ინტერესებს წარმოადგენს. მან განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა ტიტულების გამაერთიანებელი ორთაბრძოლა უნდა გამართოს სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-ს, IBF-სა და IBO-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონთან, უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან.
კომპანია Top Rank-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბრიტანელმა და უკრაინელმა მოკრივეებმა დაადასტურეს რინგზე შეხვედრის მზადყოფნა.
„ფიურიმ და უსიკმა მოილაპარაკეს, შეხვდნენ ერთმანეთს მომდევნო ბრძოლაში. მათთან მიმართებაში, საქმე გვაქვს ორ ზრდასრულ ადამიანთან და მათი მხრიდან ნაკლები სიბინძურე მოდის. უსიკი ჩემი კარგი მეგობარია, ის ძალიან ჭკვიანია, ფიური კი სუპერმენია როგორც ათლეტიზმის მხრივ, ასევე ინტელექტუალური თვალსაზრისით.
ორივეს უნდა ეს ბრძოლა, რადგან ძალიან ცოტა პრობლემა იქნება. ასე რომ, შეგვიძლია ამის განხორციელება. ამაში დარწმუნებული ვარ. როგორც ვთქვი, ორივე მოკრივე დათანხმდა ამ შეხვედრას ყოველგვარი საშუალედო ბრძოლების გარეშე.
ახლა გასარკვევია თარიღი და ადგილი. მაგრამ ეს ბრძოლა ნამდვილად გაიმართება და ეს მოხდება მომავალი წლის პირველ ოთხ თვეში. განვიხილავთ ორ მნიშვნელოვან წინადადებას ახლო აღმოსავლეთიდან, აგრეთვე არის შესაძლებლობა გავმართოთ ბრძოლა დიდ ბრიტანეთში. „უემბლის“ სტადიონზე.
მოკრივეებს მოკლე კარიერა აქვთ და ფული მნიშვნელოვანია. ამიტომაც, თუ ფული, რომელიც შემოგვთავაზეს, რეალურია, ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ყველაფერს მოვაგვარებთ. იმედია, უკვე უახლოეს დღეებში“, – მოჰყავს არუმის სიტყვები Sky Sports-ს.