სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ და მისმა თანამემამულემ, ტიტულზე აუცილებელმა პრეტენდენტმა დილიან უაიტმა საჩემპიონო ბრძოლაზე კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ Sky Sports-მა დაწერა.
ელოდებიან, რომ შეხვედრა 23 აპრილს, ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.
33 წლის ფიურის ანგარიშზე პროფესიულ რინგზე 31 მოგება (22 – ნოკაუტით) და ერთი ფრეა. 33 წლის უაიტმა 28 გამარჯვება (19 – ნოკაუტით) მოიპოვა და ორჯერ დამარცხდა.