ტაისონ ფიურის მორიგი ბრძოლა 23 აპრილისთვის ჩაინიშნა #1TVSPORT
ტაისონ ფიურის მორიგი ბრძოლა 23 აპრილისთვის ჩაინიშნა #1TVSPORT

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ და მისმა თანამემამულემ, ტიტულზე აუცილებელმა პრეტენდენტმა დილიან უაიტმა საჩემპიონო ბრძოლაზე კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ Sky Sports-მა დაწერა.

ელოდებიან, რომ შეხვედრა 23 აპრილს, ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.

33 წლის ფიურის ანგარიშზე პროფესიულ რინგზე 31 მოგება (22 – ნოკაუტით) და ერთი ფრეა. 33 წლის უაიტმა 28 გამარჯვება (19 – ნოკაუტით) მოიპოვა და ორჯერ დამარცხდა.