ტაირონ ვუდლი კოლბი კოვინგტონთან ბრძოლისთვის ხორხე მასვიდალთან ერთად ემზადება
20 სექტემბერს ლას ვეგასში ძალიან საინტერესო ბრძოლა გაიმართება. ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ტაირონ ვუდლი კოლბი კოვინგტონს დაუპირისპირდება. ორივე მებრძოლს უკანასკნელი ბრძოლები წაგებული აქვთ. ვუდლიმ ჯერ ტიტული უსმანთან მარცხით დათმო, შემდგომ კი გილბერტ ბერნსთან უშანსოდ წააგო. კოვინგტონი კი სატიტულე დაპირისპირებაში ასევე კამარუ უსმანთან დამარცხდა.
როგორც ირკვევა ტაირონ ვუდლი კოვინგტონთან პრინციპული ბრძოლისთვის ხორხე მასვიდალთან ერთად ემზადება. სოციალურ ქსელში მებრძოლების ვარჯიშის ვიდეო გავრცელდა.