„თაიმსი“ - ბორის ჯონსონს ოდესის დასაცავად უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სურს
„თაიმსი“ - ბორის ჯონსონს ოდესის დასაცავად უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სურს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სურს, რომ ხელისუფლებამ ოდესის დაცვა შეძლოს და ამით პუტინის გეგმები ჩაიშალოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერს სურს, რომ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს, რათა უკრაინელებმა რუსეთის მიერ ზღვით განხორციელებული თავდასხმები მოიგერიონ.

გავრცელებული ვერსიით, ბორის ჯონსონმა მინისტრებს განუცხადა, რომ მსგავსი იარაღის შეძენა და უკრაინისთვის გადაცემა სურს.