ტაიმაუტი | ნანა ალექსანდრია - საჭადრაკო კარიერაში ნონა გაფრინდაშვილის მსგავს მებრძოლ პიროვნებასთან არ მითამაშია [ვიდეო] #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა ნანა ალექსანდრიამ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ნონა გაფრინდაშვილს 1975 წელს დაუპირისპირდა.

მან „ტაიმაუტთან“ საუბრისას ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა.

„მახსოვს, გამოვიდა სუნამო სახელწოდებით ნონა და ნანა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც ნონას ეს სუნამო აჩუქეს, გაკვირვებით იკითხა – რატომ არის ნონასთან დედოფალი, ნანასთან – პაიკი? დარბაზში რეპლიკა გაისმა – ეს გამსვლელი პაიკიაო.

საჭადრაკო კარიერაში ნონა გაფრინდაშვილის დარ ძლიერ, მებრძოლთან არ მითამაშია. ნათქვამია, ნიჭიერი ბევრია, ძლიერი ხასიათის პიროვნება – ცოტა. ნონა სწორედ იშვიათი ადამიანების რიგშია, ძალიან ნიჭიერი და მებრძოლი.“