ტაილანდში ტურისტებს სთავაზობენ, სავალდებულო კარანტინი იახტებზე გაიარონ
ტაილანდში ტურისტებს სავალდებულო კარანტინის გავლას იახტებზე სთავაზობენ.
როგორც ტაილანდის მთავრობაში ამტკიცებენ, ამ გზით პანდემიის შედეგად დაზარალებული ქვეყანა ტურისტების ხელახლა მოზიდვასა და იახტების ბიზნესის დახმარებას შეძლებს.
დღეს მოქმედი წესებით, ტაილანდში ჩასვლა შესაძლებელია, თუ უცხოელ ტურისტს „კოვიდ-19“-ის ტესტი აქვს გაკეთებული და უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა შეუძლია. თუმცა, ამის მიუხედავად, 14-დღიანი თვითიზოლაცია სავალდებულოა.
სამთავრობო პროგრამაში უკვე ჩართულია 100 იახტა. მგზავრებს გადასცემენ სპეციალურ სამაჯურებს, რაც სხეულის ტემპერატურას აკონტროლებს, ამასთან, აღჭურვილია GPS ფუნქციით, რაც მგზავრების ნაპირზე გადასვლის შესაძლებლობას გამორიცხავს.
ტურისტებს, ვისაც იახტის დაქირავება არ შუძლიათ, ფხუკეტის სანაპიროსთან გაჩერებულ საკრუიზო ხომალდ კაიუტაში გადასვლას სთავაზობენ.
ტაილანდში ტურიზმი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. პანდემია მოსახლოების სოციალურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახა.