ტაილანდში მატარებლის ავტობუსთან შეჯახების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა
ტაილანდში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა. დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევეის დროს ავტობუსში 65 ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავდა ათობით მგზავრი. „გარდიანი“ წერს, რომ ავარიის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ძლიერი წვიმა, რის გამოც, ხილვადობა გართულებული იყო.