ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 32-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 114 ადამიანია დაინფიცირებული. ჯანდაცვის სამინისტრო 51 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 17 ვირუსით სავარაუდოდ რესტორნებში დაინფიცირდა. სავარაუდოდ, მათ ერთ-ერთ ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიხურება ყველა ის რესტორანი, სადაც დაინფიცირებულები იმყოფებოდნენ.
ტაილანდში „კოვიდ-19“-ით ერთი ადამიანი დაიღუპა, 37 ადამიანი კი, გამოჯანმრთელდა.