ტაილანდში კორონავირუსის პრევენციის მიზნით კომენდანტის საათი გამოცხადდა
ტაილანდის ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით, მთელს ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას 22:00 საათიდან 04:00 საათამდე ქუჩაში გასვლა აეკრძალა.
ყველას, ვინც დაარღვევს წესებს, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.