ტაილანდში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ტაილანდში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აღნიშნული რეჟიმი 30 აპრილამდე იმოქმედებს.
შესაბამისად, დღეიდან ქვეყანაში უცხოელების ჩასვლა იკრძალება.
საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება საშუალებას მისცემს პრემიერ-მინისტრს, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულები უმკაცრესად დაისჯებიან.
ტაილანდში ამჟამად კორონავირუსის 934 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.