ტაილანდში ბოლო 24 საათში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა, ბოლოს ასეთი მაჩვენებელი მარტის დასაწყისში დაფიქსირდა
ტაილანდში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.
ვირუსის გავრცელების კუთხით, ტაილანდში ბოლოს ასეთი მაჩვენებელი მარტის დასაწყისში დაფიქსირდა.
ვირუსი ქვეყანაში იანვარში გავრცელდა და მას შემდეგ ტაილანდში „კოვიდ-19“-ის 2969 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია 54 ადამიანი.
ტაილანდში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.