ტაილანდში ანტისახელისუფლებო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომას, არჩევნების დანიშვნასა და კონსტიტუციური რეფორმების გატარებას მოითხოვენ.
ბანგკოკში მასშტაბური აქცია 8 ივლისსაც გაიმართა, სადაც სამართალდამცველებმა უფლებათდამცველი აქტივისტი ანონ ნამპა და სტუდენტი დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.