ტაილანდის კუნძულ პჰი-პჰის სანაპიროსთან ტურისტებით სავსე ძრავიანი ნავი აფეთქდა.
ტაილანდის პოლიციის ინფორმაციით, ნავზე, რომლის ბორტზე 31 ადამიანი იმყოფებოდა, ხანძარი გაჩნდა. დაშავდა 16 ადამიანი. კაპიტანმა და კიდევ ორმა მგზავრმა ძლიერი დამწვრობები მიიღეს.
სამართალდამცველების ვერსიით, ხანძარი ბორტზე ზეთის გაჟონვის გამო გაჩნდა. ცეცხლი ნავს მალე მოედო, რის გამოც ტურისტები იძულებულები იყვნენ, წყალში გადამხტარიყვნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნავში ძირითადად ადგილობრივი და ჩინელი ტურისტები იმყოფებოდნენ.