ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა და თანამდებობიდან გადაყენების განკარგულება გასცა
ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სრეტა ტავისინის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა და თანამდებობიდან მისი გადაყენების განკარგულება გასცა.
აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ წერს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრეტა ტავისინმა დაარღვია „ეთიკის წესები“, როდესაც მინისტრთა კაბინეტში თანამდებობაზე დანიშნა ყოფილი ადვოკატი, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო.
გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. როგორც „ბიბისი“ წერს, სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
62 წლის სრეტა ტავისინი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას თითქმის ერთი წელი იკავებდა. ის ბოლო 16 წლის განმავლობაში მესამე პრემიერ-მინისტრია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გადააყენა.