ტაილანდის ერთ-ერთ რესტორანში სოციალური დისტანციის გამო ცარიელ სკამებზე სათამაშო პანდები განათავსეს
ტაილანდის ერთ-ერთ რესტორანში სოციალური დისტანციის წესების გამო დაცარიელებულ სკამებზე სათამაშო პანდები განათავსეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
რესტორნის მეპატრონე განმარტა, რომ ამ გზით ცდილობს, ადამიანებმა სიმარტოვე არ იგრძნონ.
„თავდაპირველად მაგიდასთან მხოლოდ ერთი სკამი გვედო. ჩემთვის ეს ძალიან უცნაური იყო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ადამიანებისთვის კომპანია სათამაშო პანდებს გაეწიათ“, – აცხადებს რესტორნის მეპატრონე მეისონ სეიგონი.
ტაილანდში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ტაილანდში „კოვიდ -19“-ის 3 018 შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაიცვალა 56 ადამიანი.