საკმაოდ უცნაური ამბავია – საქართველოს ლიგა 3-ის ტყიბულის „მეშახტეში” იაპონელი ფეხბურთელი ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის „ფეისბუქის“ გვერდმა გაავრცელა:
„იაპონელი ფეხბურთელი „მეშახტეში” ითამაშებს. 28 წლის ნახევარმცველი გუნდს უკვე შეუერთდა და 2020 წლის სეზონში გუნდის ღირსებას დაიცავს. შემადგენლობის გაძლიერება ჩვენი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის ლევან შავგულიძის დახმარებით მოხდა, რომელიც 3 წელია საფეხბურთო აგენტია და ქართულ საფეხბურთო კლუბებში უცხოელი ფეხბურთელების მოწვევით არის დაკავებული” – წერია გუნდის „ფეისბუქის“ გვერდზე.
ტაიგა ვატაბემ კარიერის დიდი ნაწილი ტაილანდურ კლუბებში გაატარა, მაგრამ ჰქონდა გამონათებაც – 2010-11 წლებში ბრაზილიაში, „სან ჟოზეს” 18-წლამდელთა გუნდში თამაშობდა.