ლიგა 3-ის მატჩის გადაიდო - გლდანის ცენტრში მოედანი დაზიანდა #1TVSPORT
ლიგა 3-ის მატჩის გადაიდო - გლდანის ცენტრში მოედანი დაზიანდა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) გლდანის საფეხბურთო ცენტრში დაგეგმილი მატჩი გადაიდო, მიზეზი მოედანის დაზიანება გახდა – ამის შესახებ სფფ-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მატჩი თბილისის „მერანი 2“-სა და „თბილისი სითის“ შორის, რომელიც 27 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში უნდა გამართულიყო, გადაიდო. მატჩის გადადების გადაწყვეტილება მსაჯთა ბრიგადამ თამაშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე მიიღო. აღნიშნულის მიზეზი მატჩის მასპინძელ სტადიონზე მინდვრის საფარის მცირე მონაკვეთის დეფორმაცია გახდა“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

მატჩის გადადების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა.

„დაზიანება უხვმა ნალექმა გამოიწვია, ხარვეზი ორი დღის განმავლობაში გამოსწორდება და სრული დატვირთვით განახლდება სტადიონის ფუნქციონირება. „მერანი 2“-სა და „თბილისი სითის“ შორის დაპირისპირება 14 აგვისტოს გაიმართება“.