ლიგა 2-ის პლეი აუტი | ხობის „კოლხეთი“ სტუმრად „ვარკეთილს“ დაუზავდა #1TVSPORT
ლიგა 2-ის პლეი აუტი | ხობის „კოლხეთი“ სტუმრად „ვარკეთილს“ დაუზავდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ს პლეი აუტში ხობის „კოლხეთი“ თბილისში „ვარკეთილს“ ესტუმრა. შეხვედრა 0:0 დაასრულა. ამ შედეგით, წყვილის ფავორიტი „კოლხეთი“ გახდა, რომელიც საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანზე ჩატარებს.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ს პლეი აუტის პირველ წყვილში თბილისის „ლოკომოტივმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და მეტოქეს, ფაქტობრივად, შანსი არ დაუტოვა – 4:0.

ეროვნული ლიგა 2. პლეი აუტის საპასუხო მატჩები:

შაბათი, 9 დეკემბერი. რუსთავი, „ფოლადი“

13:00 | რუსთავი – ლოკომოტივი (პირველი მატჩი 0:4)

კვირა, 10 დეკემბერი, ხობი, „პაატა თათარიშვილი არენა“

13:00 | კოლხეთი (ხობი) – ვარკეთილი (პირველი მატჩი 0:0)