„კოლხეთი 1913“ გიგატაძემ ჩაიბარა #1TVSPORT
„კოლხეთი 1913“ გიგატაძემ ჩაიბარა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა. ფოთში ამ პოსტზე გამოცდილი სპეციალისტი გია გიგატაძე იმუშავებს.

„გია გიგატაძე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში წარმატებით იცავდა ჩვენი ქალაქის გუნდის ღირსებას, ხოლო მწვრთნელობისას ქუთაისის „ტორპედოში“, წყალტუბოს „სამგურალში“, მარტვილის „მერანში“, გორის „დილასა“ და ტყიბულის „მეშახტეში“ უმუშავია. წარმატებები ვუსურვოთ გიას ამ რთულ და საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობის პერიოდში“, – წერია ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ეროვნული ლიგა 3-ის მე-9 ტურში ფოთის „კოლხეთი 1913“ გასვლაზე „მაღაროელთან“ 0:2 დამარცხდა, რაც გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, გიორგი კრასოვსკის წასვლის მიზეზი გახდა – მან „კოლხეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

„კოლხეთი 1913“-მა ეროვნულ ლიგა 3-ში გამართული 9 ტურის შემდეგ 17 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა.