„ლოკომოტივმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა - „რუსთავისთვის“ საპასუხო მატჩის მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა - „რუსთავისთვის“ საპასუხო მატჩის მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტის საპასუხო მატჩში თბილისის „ლოკომოტივი“ „რუსთავს“ სტუმრად დაუპირისპირდა და მარცხის (3:4) მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისელებმა 4:0 მოიგეს. საპასუხო მატჩშიც, რომელიც „ფოლადის“ სტადიონზე გაიმართა, „ლოკომოტივი“ 25-ე წუთზე თორნიკე მოლაშვილის გოლით დაწინაურდა, 43-ე წუთზე კი ნიკა ბაშელეიშვილმა თბილისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ორი მატჩის ჯამში „ლოკომოტივი“ 6:0 დაწინაურდა, მეორე ნახევარში გუნდი მოეშვა და ამის გამო დაისაჯა. 48-ე წუთზე „რუსთავმა“ სხვაობა ნიკა ტოროშელიძის გოლით შეამცირა. ორ წუთში „ლოკომოტივმა“ ორბურთიანი უპირატესობა ლაშა ოზბეთელაშვილის ზუსტი დარტყმით აღადგინა, მაგრამ ნიკა ჯაფარიძის (80) და იუკა ნაკანოს (84, 86) გოლებით მასპინძლებმა 4:3 გაიმარჯვეს.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში „ლოკომოტივმა“ „რუსთავი“ 7:4 დაამარცხა და ახალ სეზონში კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.