ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. კიდევ 17 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ძლიერი სტიქია ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილს შაბათს დაატყდა თავს.
ტაიფუნ „ლეკიმას“ ყველაზე დიდი მსხვერპლი ჯეძიანის პროვინციაში მოჰყვა. სტიქიას თან მოჰყვა ძლიერი წვიმა, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიური უბედურების ზონის დატოვება მილიონამდე ადამიანს მოუხდა. დაიტბორა სახნავ სათესი მიწები და სავარგულები. სტიქიის შედეგად ზარალის ოდენობას ადგილობრივი მთავრობა 2,1 მილიარდ დოლარად აფასებს.
როგორც ჩინელი სინოპტიკოსები ამბობენ, სულ სტიქიური უბედურების ზონაში მილიონნახევარზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა.
„ლეკიმა“ მეცხრე ტაიფუნია, რომელიც წელს ჩინეთს დაატყდა თავს.