ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იწყება
ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იწყება

30 ნოემბერიდან  პირველი დეკემბერის ჩათვლით ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. გათამაშება ორ- A და B კატეგორიად გაიმართება.

A კატეგორიიდან მოხდება ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატთა შერჩევა და შემდგომში ნაკრების დაკომპლექტება.

ჩემპიონატის ჩატარების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია.

ჩემპიონატს საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

სპეციალურად ამ დღისთვის, 1 დეკემბერს, 14:00 საათზე, საჩვენებელი პროგრამით გამოვა Kukkiwon -ის ( Kukkiwon – ტაეკვონდოს მმართველი ორგანიზაცია) სადემონსტრაციო გუნდი.