საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის ტაძრებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო საშუალებები გადაეცემათ.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საკვირაო მსახურებებისთვის შეძლებისდაგვარად ყველა ტაძარი დასუფთავდება და ჩატარდება სათანადო დეზინფექცია.
„სადეზინფექციო ხსნარები ეტაპობრივად გადაეცემა როგორც დედაქალაქის, ასევე ეპარქიების ტაძრებს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.