ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე, სვეტლანა ციხანოვსკაიაზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ციხანოვსკაიაზე ძებნა რუსეთის ტერიტორიაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს ხელშეკრულების საფუძველზე გამოცხადდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნის გამოცხადება სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება, თუმცა მუხლი არ სახელდება. ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, ციხანოვსკაიას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბელარუსში სვეტლანა ციხანოვსკაიას წინააღმდეგ ძებნა ძალაუფლების ხელში ჩაგდების საქმეზეა გამოცხადებული.