სვეტლანა ციხანოვსკაია ხელისუფლების გადაცემის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია ხელისუფლების გადაცემის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
ამის შესახებ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი კიდევ ერთ მიმართვაში საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ „ტელეგრამის“ არხზე გავრცელდა.
„მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ქვეყენაში კანონიერების აღდგენისთვის საჭირო გადაუდებელი ზომების გატარების მიზნით, გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას ხელისუფლების გადაცემის საკოორდინაციო საბჭო. ამ საბჭოში გაწევრიანება შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების წარმოამდგენლებს, ცნობილ ბელარუსებს და თავისი საქმის პროფესიონალებს“, – აცხადებს ციხანოვსკაია.
მან საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპის ქვეყნებს, ხელისუფლებასთან დიალოგის დასაწყებად დახმარებისკენ მოუწოდა.
„ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ დიალოგისთვის მზადაა. ეს ნიშნავს ყველა დაკავებულის გათავისუფლებას, ქალაქების ქუჩებიდან სპეცრაზმელების გაყვანას. უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები მათ წინააღმდეგ, ვინც ხალხის ცემისა და ცეცხლის გახსნის უკანონო ბრძანებებს იძლეოდა“,- აღნიშნა ციხანოვსკაიამ.
შეგახსენებთ, ციხანოვსკაიამ 11 აგვისტოს ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში იმყოფება.