სვეტლანა ციხანოვსკაია - ალექსანდრ ლუკაშენკომ ადრე თუ გვიან თანამდებობა უნდა დატოვოს
ალექსანდრ ლუკაშენკომ ადრე თუ გვიან თანამდებობა უნდა დატოვოს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ციხანოსვკაიას თქმით, მას არა ერთმა საერთაშრისო ლიდერმა დაურეკა, მათ შორის ბრიტანეთიდან და გერმანიიდან.
ციხანოვსკაიას თქმით , მან საერთაშორისო ლიდერებს სთხოვა,ბელარუსს ხალხს დაეხმარონ და პატივი სცენ, ქვეყნის სუვერენიტეტს.
„როიტერთან“ საუბრისას ციხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ლიეტუვაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.