14 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს
14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11:00 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 საათზე.
მათივე ცნობით, მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 სთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 სთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 საათზე.
„გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარებლის ორ წუთიანი გაჩერება“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.