სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებს
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

„ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული – სვეტიცხოვლობა, რომელიც აღინიშნება 13 ივლისს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.