სვენ მიქსერი - მჯერა, რომ სააკაშვილის თემა ჰუმანიტარული საკითხია, ღრმა პოლიტიკურ ასპექტებზე ფოკუსირებამ შეიძლება, მხოლოდ დააზიანოს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შანსი
მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა ჰუმანიტარული საკითხია, უბრალოდ, გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება, ჩვენ არ განვიხილავთ ამ სქემის პოლიტიკურ ასპექტებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის განცხადებით, ღრმა პოლიტიკურ ასპექტებზე ფოკუსირებამ შეიძლება, მხოლოდ დააზიანოს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შანსი.
„ამ ანგარიშის მთავარი ფოკუსი ძირითადად ის უნდა ყოფილიყო, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხმა წამოიწია, ევროპარლამენტარებს სურდათ გამოეხატათ შეშფოთება. კონსოლიდირებული ტექსტი უკვე შეიცავს საკითხს მისი გათავისუფლებისა თუ სასჯელის გადავადების თაობაზე, რომ მან მკურნალობა საზღვარგარეთ მიიღოს. შესაძლებელია, ეს მოწოდება უფრო გაძლიერდეს რამე ფორმით. მჯერა, რომ ეს ჰუმანიტარული საკითხია, უბრალოდ, გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. ჩვენ არ განვიხილავთ ამ სქემის პოლიტიკურ ასპექტებს. ღრმა პოლიტიკურ ასპექტებზე ფოკუსირებამ შეიძლება, მხოლოდ დააზიანოს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შანსი. ვისურვებდი, მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხზე ვიყოთ ორიენტირებულნი. ეს ჰუმანიტარული საკითხია, მის დახმარებაზეა. გვსურს, ვიხილოთ, რომ მას აქვს საშუალება, წავიდეს და მიიღოს ის მკურნალობა, რომელსაც თვლის, რომ მისთვის საუკეთესოა. ამის შემდეგ შეიძლება, უკვე მერე გადაწყდეს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.