სვენ მიქსერი - არ მგონია, აუცილებელი იყოს, სააკაშვილი დაელოდოს საზოგადოებაში მის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე დებატების დასრულებას, მისი თემა ჰუმანიტარული საკითხია
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. ამიტომ, მინდა, ხაზი გავუსვა მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ ნიადაგზე გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების აუცილებლობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
სვენ მიქსერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემა ჰუმანიტარული საკითხია.
„არ მგონია, აუცილებელი იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაელოდოს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის შესახებ მიმდინარე დებატების დასრულებას და დასკვნების გაკეთებას, თუ როგორ იქნება საბოლოო შეფასება. ეს საერთოდ სხვა საკითხია. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე და ეს არის თავიდან ბოლომდე ჰუმანიტარული საკითხი. ძალიან მკაფიოდ განმარტა დებატებზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, მიიღოს სათანადო მკურნალობა. ყველა პატიმრის ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი. ეს არის საკითხი, რომელიც ხელისუფლების მიერ გარანტირებული უნდა იყოს. სამედიცინო სერვისებზე წვდომა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ეს ძალიან მარტივი საკითხია“, – განაცხადა მიქსერმა.