სვანეთში გადაუღებლად თოვს. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-უშგულის გზებზე მისაბმელიანი და 30-ადგილიანი მანქანებისთვის შეზღუდვებია დაწესებული, მსუბუქი ავტომანქანები კი მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.
საავტომობილო გზები სხვადასხვა მიმართულებით იწმინდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მეორე დღეა, უშგული ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ასევე ამინდის გამო, პრობლემები კიდევ რამდენიმე სოფელს შეექმნა.