სვანეთში დაკარგული გიორგი გვიჩიანი და გოგიტა ფარჯიანი ოჯახის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ და თავს კარგად გრძნობენ
მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაკარგული გიორგი გვიჩიანი და გოგიტა ფარჯიანი ოჯახის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ.
როგორც ოჯახის წევრებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
„ეს მარშრუტი დაიწყო 21 ივლისს. 22-ში გვქონდა შეკრება და ჩვენი მიზანი იყო, ორ დღეში გადმოვსულიყავით ქედზე, მაგრამ რაღაც გაუთვალისწინებელი ამბების გამო, მოგვიწია გზის გაგრძელება და დაგვემატა ხუთი დღე. დრო გაგვეწელა და ერთადერთი საფრთხე იყო ის, რომ დათვი შევამჩნიეთ ოდნავ მოშორებით და მაგ დათვთან აღარ გავიარეთ“, – განაცხადა ფარჯიანმა.
გიორგი გვიშიანი და გიორგი ფარჯიანი 21 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის თემის სოფელ ზეგანიდან ლენტეხის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკით წავიდნენ. 22 ივლისს მათთან კავშირი გაწყდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ადგილობრივები ახალგაზრდებს როგორც მესტიის, ასევე ლენტეხის მიმართულებით ეძებდნენ.