„სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ კანონის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო
„სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ კანონის გამო ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო.
„ევრონიუსი“ წერს, რომ უნგრეთის პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული კანონი სახელმწიფოს უფლებას აძლევს, გამოიძიება დაიწყოს ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინაამდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი იქნებიან ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში. აღნიშნული კანონით მსჯავრი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანონის იმპლემენტაცია ეკისრება ახალ სამთავრობო ოფისს, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას იმ პირთა ჯგუფების შესახებ, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას და თვლიან, რომ გავლენას ახდენენ საჯარო დებატებზე. უნგრეთის უსაფრთხოების სამსახურები ვალდებულები არიან, დაეხმარონ ოფისს.
„ევრონიუსის“ ცნობით, კანონპროექტის დებულებებმა, განსაკუთრებით მისმა ბუნდოვნად ფორმულირებულმა მანდატმა და სასამართლო ზედამხედველობის ნაკლებობამ, გამოიწვია სერიოზული შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასაშუალებების მხრიდან, რომლებიც შიშობენ, რომ ისინი, უსამართლოდ, სამიზნე გახდებიან ქვეყნის პრეიმიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ დოგმატებზე უარის თქმის გამო. ევროკომისიამ გაიმეორა ეს მოსაზრებები და ოთხშაბათს განაცხადა, რომ კანონი „არღვევს“ ფუნდამენტური ღირებულებების ფართო სპექტრს, როგორებიცაა დემოკრატიის პრინციპი, პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
უნგრეთს ორი თვე აქვს, რომ ევროკომისიის პრეტენზიებს უპასუხოს.