სუს-თან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აქციას მართავენ
სუს-თან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აქციას მართავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მწვავეა და ხალხისგან რეაგირება სჭირდება.

მათი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ აკავებს და უსმენს ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებს.

სუს-თან შეკრებილები ამბობენ, რომ ამავე ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი და საჭიროა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვოს.