სუს-ი - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლომისობის დღესასწაულზე ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს დააკავებენ
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლომისობის დღესასწაულზე ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს დააკავებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უასფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
ლომისობის დღესასწაული 30 მაისს აღინიშნება.