ადვოკატის თქმით, სუს-ის მიერ დაკავებული ერთ-ერთი პირი ბრალდებას არ აღიარებს
ადვოკატის თქმით, სუს-ის მიერ დაკავებული ერთ-ერთი პირი ბრალდებას არ აღიარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის ირაკლი ბენიას განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ აღიარება ბრალდებას, რასთან დაკავშირებითაც ის არის აყვანილი.

როგორც ბენიამ პირველ არხს განუცხადა, თავისი დაცვის ქვეშმყოფს შეხვდა, თუმცა მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„ოფიციალურად ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ აქვს წაყენებული, ბრალის ფორმულირებაც არ ვიცით. რა ფაქტთან დაკავშირებითაც არის დაკავებული, ის ამ ბრალდებას არ აღიარებს“, – განაცხადა ირაკლი ბენიამ.

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ სამ პირთან კავშრიში მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე დღეს, გამთენიისას დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათი აყვანის ოპერაცია ერთდროულად ჩაატარა თბილისში და პანკისის ხეობაში.