წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გრიგოლ ივანეიშვილი სამართალდამცველებმა საკრებულოს სხდომაზე დააპატიმრეს.
საკრებულოს წევრების ინფორმაციით, გამოძიება საკრებულოს თავმჯდომარეს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, თუმცა მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა ფაქტზეა საუბარი.