სუს-ი - ზაზა გახელაძის მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წარდგენილი ბრალდებები არალეგიტიმურია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წარდგენილი ბრალდებები არალეგიტიმურია.
საუბარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ზაზა გახელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია, ზაზა გახელაძის უკანონო ბრალდებებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ბრალდებები არის არალეგიტიმური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას. ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო ბერკეტი. პროცესში ჩართულია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განმარტავენ სუს-ში.
ამასთან უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის უახლოეს დღეებში გამართვის მიმართულებით.