სუს-ი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოხდა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება ერთი საათის განმავლობაში. უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა.
სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. როგორც სუს-ში აღნიშნავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. უკანონოდ დაკავებული მოქალაქე მალევე გათავისუფლდა.