სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილში მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა, დადასტურდა, რომ ცხოველი ცოფით იყო დაავადებული
სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ 24 აპრილს მარტვილში მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები.
„ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით, გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება.
სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდან უკვე დაიწყეს ვეტერინარული ღონისძიებები, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას“, – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.