სურამთან ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები აქციას მართავენ
ცენტრალური ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები აქციას მართავენ. სურამთან ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები დღეს დილიდან გაიფიცნენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ.
აქ დასაქმებულები მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და დამსაქმებელ ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“ უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. ამ წუთებში გაფიცულებს დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები ხვდებიან.
გუშინ, სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 33 წლის უშანგი ამირანაშვილი, ხიდის კონსტრუქციიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.