სურამში ყოფილი სანატორიუმი „ფოლადი“ იყიდება
სურამში ყოფილი სანატორიუმი „ფოლადი“ იყიდება

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, კურორტ სურამში ყოფილი სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორიაზე 30511 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 27 შენობა-ნაგებობა პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და მიმზიდველია სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე უძრავი ქონება საწყის ღირებულებად – 890 000 ლარად გამოიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გულისხმობს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე სახელმწიფო ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/488602“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.