სურამში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, აქციის მონაწილეები 2017 წლის ნოემბერში, სურამში 12 მეასედი ტყის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ამ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დამატებით 5 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებას გეგმავს.
სურამელები ასევე იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, მშენებლობას მოჰყვეს.
„ტყის მასივის შუაგულში ერთი მდელოა და დამსვენებლებისთვის ეს საუკეთესო ადგილია. ჩვენი შემოსავალი არის სეზონურად ბინების გაქირავება. სურამელები აქ სასტუმროს მშენებლობას ვაპროტესტებთ. ეს ადგილი შესწავლილიც არაა სეისმურად რამდენად მდგრადია. მშენებლობამ შესაძლოა, ცუდი შედეგი გამოიღოს”,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მზია გრიგალაშვილი.