სურამში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლე მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ქალს რამდენიმე ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცი ჯერ არ დაუკავებიათ.
უწყების ცნობით, გამოძიება 109-მუხლის მეორე „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.