სუმოში სკანდალია - მონღოლმა იოკოძუნამ ახალგაზრდა მებრძოლს თავში ბოთლი ჩაარტყა
სუმოში სკანდალია - მონღოლმა იოკოძუნამ ახალგაზრდა მებრძოლს თავში ბოთლი ჩაარტყა

სუმოში უმაღლესი ტიტულის – იოკოძუნას მფლობელს კოჰეი ჰარუმაფუძის ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი. იაპონურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბერს, ერთ-ერთ ღონისძიებაზე 33 წლის მონღოლმა ახალგაზრდა მებრძოლს იოსიმორი ტაკანოივას თავში ლუდის ბოთლი ჩაარტყა.

დაზარალებული საავადმყოფოში მოათავსეს და მან  მორიგ ტურნირში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. ტაკანოივას თავის არეში რამდენიმე ღია ჭრილობა, თავის ქალის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ  ინციდენტის გამოძიება დაიწყო.