სუმოს მაისის ტურნირის გამარჯვებულ ასანოიამას თასი დონალდ ტრამპმა გადასცა [ვიდეო]
სუმოს მაისის ტურნირის, ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს თასი დონალდ ტრმპმა გადასცა. აშშ-სგან ჯილდო ასანოიამას გადაეცა. სწორედ ის გახდა მაისის ბაშოს გამარჯვებული და აშშ-ის პრეზიდენტის თასის მფლობელიც.
პრეზიდენტის თასი 137 სანტიმეტრის სიმაღლისაა და 30 კილოგრამს იწონის.
25 წლის ასანოიამა სამი მარცხის მიუხედავად მაისის ბაშოს გამარჯვებული გახდა. მან გამარჯვება ვადაზე ადრე იზეიმა და იმპერატორის თასიც დაიმსახურა.
ასანოიამას ბრძოლას დონალდ ტრამპი მელანია ტრამპთან, იაპონიის პრემიერთან და მის მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 27 მაისიდან იწყება. ტრამპი მოლაპარაკებებს გამართავს იაპონიის პრემიერ-მინისტრთან და აუდიენცია ექნება იაპონიის იმპერატორთან.