სუმის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, არიან დაშავებულებიც
რუსი სამხედროების მიერ სუმის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, ერთი დაიღუპა.
ამის შესახებ სუმის ოლქის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მტერმა იერიში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან ქალაქ გლუხოვის ცენტრზე მიიტანა. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი ბავშვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღევანდელი იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება, მაღაზია და მანქანები.