სუმის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ სამშაბათს გახსნილი ჰუმანიტარული დერეფანი დღესაც იმოქმედებს
სუმის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ სამშაბათს გახსნილი ჰუმანიტარული დერეფანი დღესაც იმოქმედებს

უკრაინის სუმის ოლქის გუბერნატორი დიმიტრი ჟივიცკი აცხადებს, რომ სამშაბათს გახსნილი ჰუმანიტარული დერეფანი დღესაც იმოქმედებს.

ჟივიცკის ცნობით, სუმი-პოლტავას საევაკუაციო ჰუმანიტარული დერეფანი ადგილობრივი დროით დილის 09:00-დან 21:00 საათამდე იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქი სუმი რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა რუსეთის ძალების მიერ. მხოლოდ ორშაბათს, რუსეთის საჰაერო დარტყმებს ქალაქში 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – სამი ბავშვი.